სერგო ჩიხლაძე - სადაც მეორე ტურია, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს

სადაც მეორე ტური არის, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პარტია ამას გააკეთებს მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი იქნება ოპოზიციური კანდიდატი.

მისივე თქმით, ამ მიზნისთვის მისი პოლიტიკური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს.

„ეს იქნება ზოგადად ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაცია და კიდევ ერთხელ დარწმუნება, რომ არჩევნებზე მოსვლა და მაღალი დასწრება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოპოზიციური ამომრჩევლის. ასევე, ჩვენ, როგორც საარჩევნო სუბიექტს, გვყავს კვალიფიციური საარჩევნო კომისიის წევრები. შესაბამისად, ეს რესურსი მთლიანად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ოქტომბერს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა