ლანა გალდავა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე - გაკეთდა წინასაარჩევნოდ და არა ვეტერანებზე ზრუნვისთვის

ეს ყველაფერი მაინც გაკეთდა წინასაარჩევნოდ და არა ვეტერანებზე ზრუნვისთვის, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი, ლანა გალდავა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რაც ვეტერანებისთვის დანამატის ზრდას ითვალისწინებს.

ლანა გალდავას განცხადებით, მიუხედავად "ლელოს" ძალისხმევისა რაც გამოიხატებოდა ,,ლელოს" "მარშალის გეგმაში” ვეტერანთა პროგრამის დეტალურ დამუშავებაში, მუდმივად გამოსვლებში პარლამენტის კომიტეტსა თუ ფრაქციის სხდომებზე, ეს ყველაფერი მაინც წინასაარჩევნო მიზნებისთვის გაკეთდა და არა ვეტერანების მიმართ, რეალური ზრუნვისთვის.

"მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა ამ წლების განმავლობაში, რაც გამოიხატებოდა ,,ლელოს” ,,მარშალის გეგმაში” ვეტერანთა პროგრამის დეტალურ დამუშავებაში, მუდმივად გამოსვლებში პარლამენტის ,,თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის” ასევე ,,ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” ფრაქციის სხდომებზე, მაინც გაკეთდა წინასაარჩევნო მიზნებისთვის და არა ვეტერანების მიმართულებით რეალური ზრუნვისთვის", - განაცხადა გალდავამ.

მან ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენა ირაკლი ღარიბაშვილს ,,ლელოს” ხედვა ვეტერანთა მიმართულებით და სხვა პუნქტების მსგავსად, ზედმიწევნით ასრულებისკენ მიუთითა.

კარგია, რომ ,,ლელოს” ბრძოლამ ვეტერანთა მიმართულებით შედეგი გამოიღო პრემიერის მიერ დაანონსებული ვეტერანთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ნაწილში, რაც ითვალისწინებს მის ზრდას 22 ლარიდან 110 ლარამდე, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა ამ წლების განმავლობაში, რაც გამოიხატებოდა ,,ლელოს” ,,მარშალის გეგმაში” ვეტერანთა პროგრამის დეტალურ დამუშავებაში, მუდმივად გამოსვლებში პარლამენტის ,,თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის” ასევე ,,ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” ფრაქციის სხდომებზე, მაინც გაკეთდა წინასაარჩევნო მიზნებისთვის და არა ვეტერანების მიმართულებით რეალური ზრუნვისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ,,ლელოს” ხედვას ვეტერანთა მიმართულებით და იქნებ სხვა პუნქტებიც აასრულოთ მსგავსად ზედმიწევნით!

,,ლელოს” ხედვა ვეტერანთა მიმართულებით შემდეგია: გახუთმაგდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია 22 ლარი; შეიქმნას ,,ვეტერანთა სახლები”, რაც გულისხმობს არცერთ ვეტერანს საცხოვრებლის გარეშე; სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი ყველა ვეტერანს; ვეტერანის წლიური შემოსავალი 9000 ლარამდე გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან; ,,ვეტერანის ბარათი” - უფასო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი საქართველოს მასშტაბით, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში”, - აცხადებს ლანა გალდავა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს