კრემლი - ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა ჯერჯერობით არ არსებობს

ჯერჯერობით არ არსებობს რუსი და უკრაინელი ლიდერების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა, ვინაიდან, კიევი მინსკის შეთანხმებებიდან გასვლას ცდილობს, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიას.

რუსი დიპლომატის თქმით, პერსპექტივის არ არსებობა უკრაინის ლიდერის ქმედებებითაა გამოწვეული. მან აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებიდან სწორედ უკრაინელი ოფიციალური წარმომადგენლები ცდილობენ.

კრემლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინა ემზადება "კანონპროექტისთვის ეგრეთ წოდებული გარდამავალი პერიოდის შესახებ, რაც რეალურად კიევის მინსკის შეთანხმებებიდან გასვლას ნიშნავს".

მინსკის შეთანხმებას მხარეებმა 2014 წელს მოაწერეს ხელი. ეს იყო სამმხრივი შეთანხმება , უკრაინას, რუსეთის ფედერაციასა და ეუთოს შორის. იგი დონბასში ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს