პენტაგონი - ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტისას ხაზს გაუსვამს, რომ ნატო-ს კარი ღიაა

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტისას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ხაზს გაუსვამს, რომ ნატო-ს კარი ღიაა.

„საქართველოს და უკრაინას აქვთ რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%-ი აქვს ოკუპირებული. ოსტინი ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომ ნატო-ს კარი ღიაა და წაახალისებს ამ ქვეყნებს, განახორციელონ ის ცვლილებები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ თავდაცვის ალიანსის წევრობისთვის საჭირო სტანდარტს მიაღწიონ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ოსტინი ასევე გეგმავს, ამ ქვეყნების მიმართ მოწონება გამოხატოს ალიანსის მიმართ მათი მხარდაჭერის გამო.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის უდიდესი კონტრიბუტორია და ამ მისიაში დიდი დანაკარგი განიცადა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის ლიდერებს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ესაუბრება.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში დღეს ჩამოდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო