საფრანგეთის ელჩმა, რომელიც მინსკმა გააძევა, ბელარუსი დატოვა

ბელარუსში საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ბულან დე ლაკოსტემ, ბელარუსის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვეყანა დატოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის საელჩო ბელარუსიდან ელჩის გამოძევების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დიპლომატმა აკრძალული არასამთავრობო ორგანიზაციის, „გავარი პრავდუს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა, მათ შორის ორგანიზაციის ე.წ. ლიდერს, ანდრეი დმიტრიევს, რომელიც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი იყო.

ცნობილი გახდა ასევე, რომ ბელარუსმა საკუთარი ელჩი, იგორ ფესენკო საფრანგეთიდან გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა