ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის 5 ბავშვია. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, ვინაიდან ათობით მოქალაქე დაკარგულია.
მეწყრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და ვერტმფრენებიც ჩაერთნენ.