დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ კარგად უნდა დაფიქრდნენ

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ კარგად უნდა დაფიქრდნენ.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, სააკაშვილს, რომელსაც ათეულობით ათასი ადამიანი უჭერს მხარს, არ შეიძლება ისე მოექცე, როგორც რიგითს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება არ შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ ჯანმრთელად დასრულდეს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ „ოცნებაში“, სანამ ჯერ კიდე გვიანი არაა. თან, ამდენი ათეულობით ათასი ადამიანის მხარდაჭერილს არ შეიძლება ისე მოექცე, როგორც რიგითს.

მოკლედ, გარდა იმისა, რომ არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი უბრალოდ აღარ ჩამოვა და ამათ არ დაელაპარაკება, წინ უმძიმესი ზამთარი გველის, გაძვირებული გადასახადებით, გაზრდილი პროცენტებით და ადამიანების გაუსაძლისი ყოფით. გაბრაზებული ხალხის ხარჯზე ნაშოვნი მილიონები კიდევ, იშვითად თუ ვინმეს შერჩენია“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა