სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 27 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 805-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 283 183 პირი დაინფიცირდა, 254 932 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.