მიანმარში 5 000-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებენ

მიანმარი 5 636 პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელიც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

მიანმარის სამხედრო გადატრიალების მეთაურის, მინ აუნგ ჰლაინგის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლება ოქტომბერში მოხდება. მისი მტკიცებით, ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიის არსებობის ერთგულია. ჰლაინგის თქმით, მას და მის მთავრობას აქვთ 5-პუნქტიანი გეგმა, მიანმარში დემოკრატიის აღსადგენად.

მინ აუნგ ჰლაინგი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში თავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე არ მიიწვიეს. ASEAN-ის ოფიციალური განმარტებით, მინ აუნგ ჰლაინგმა ქვეყანაში გადატრიალება მოაწყო.

შეგახსენებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. ქვეყნის არმიამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარა და ხალხის მიერ არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს