ჯეიჰუნ ბაირამოვი - სომხეთის მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯებს პოზიტიური ნაბიჯებითვე ვუპასუხებთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ სომხეთის მხრიდან პოზიტიური გზავნილები კეთდება, თუმცა პოზიტიური ქმედებები ჯერ არ ჩანს.

„მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური გზავნილები კეთდება, პოზიტიურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დავინახავთ,“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყატარელ კოლეგასთან, კოლეგა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან, შეხვედრის შემდეგ.

მან ხაზი გაუსვა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დროულად დაწყებისა და საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვაკვირდებით პროცესს ამ მიმართულებით, გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს პოზიტიური ნაბიჯებითვე ვუპასუხებთ. ვურჩევთ იმ ძალებს, რომლებიც რევანშისკენ მოუწოდებენ, ნუ წავლენ არასწორი მიმართულებით, ვინაიდან ასეთი საუბრები კარგ შედეგს არ გვიქადის,“- აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელება.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს