არჩილ თალაკვაძე - ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს - ოპოზიცია წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ

ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს - ეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და აქ იმუშაონ პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "პრობლემაა ის, რომ ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია".

"მეორე ტური მუნიციპალურ არჩევნებში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ უკვე მერვე არჩევნებია სოლიდურ მხარდაჭერას ვიღებთ ამომრჩევლისგან და მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა.

მჯერა, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად, რასაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან რიტორიკას, ეს ისევ და ისევ არის უპასუხისმგებლო მოტყუება საკუთარი ამომრჩევლის. როცა დამარცხდნენ ისინი საპარლამენტო არჩევნებში, გახსოვთ, რომ ვერ უთხრეს საკუთარ ამომრჩეველს სიმართლე, ვერ უთხრეს პირდაპირ, რომ დამარცხდნენ, მოუფიქრეს 7 - თვიანი საბოტაჟი სახელმწიფოს და პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც მათივე მარცხით დასრულდა. დღეს, როცა ამ რიტორიკით თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ დაბალი შედეგი აჩვენა ოპოზიციის ამ რადიკალურმა ფრთამ, მათ ისევ უჭირთ საკუთარ ამომრჩეველს უთხრან სიმართლე. ეს არის უპასუხისმგებლობის პრობლემა ოპოზიციაში, მათ უჭირთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჩვენება და მხარდამჭერებისთვის სიმართლის თქმა. სიმართლე გახლავთ ის, რომ მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა დამაჯერებლად "ქართულმა ოცნებამ" და რადიკალური ოპოზიცია დამარცხდა ამ არჩევნებში,"- განაცხადა თალაკვაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს