კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის გამო გადაადგილება უჭირს, მაგრამ ძლიერი ადამიანია და ბევრად უფრო ძლიერი დატოვებს ამ საპატიმროს

შიმშილობის გამო უჭირს გადაადგილება, მაგრამ არის ძალიან ძლიერი ადამიანი და ბევრად უფრო ძლიერი დატოვებს ამ საპატიმროს, დატოვებს როგორც გამარჯვებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

კობა ნაყოფიას თქმით, პერმანენტული პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი.

მისივე განცხადებით, საჭიროა 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურზე თითოეული მოქალაქე მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ.

„ყველაზე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი. იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება. ვაპირებ ვესაუბრო მიმდინარე საკითხებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო მზადებაზე და ა.შ. მიხეილ სააკაშვილი ძალიან საბრძოლო ხასიათზეა, შიმშილობის გამო უჭირს გადაადგილება, მაგრამ არის ძალიან ძლიერი ადამიანი და ბევრად უფრო ძლიერი დატოვებს ამ საპატიმროს, დატოვებს როგორც გამარჯვებული. პერმანენტული პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში იქნება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, საჭიროა თითოეული ადამიანის მხრიდან, იქნება ეს ემიგრანტი თუ აქ მყოფი, რომ 30 ოქტომბერს მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მისცეს ხმა ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა