ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, წითურები, ბულაჩაური, აბანოსხევი, ნოჯიკეთი, ახალი ოსები, კოშკასყელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, სელექცია, საგურამო და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"