რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს

რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ალიანსის მიერ რუსეთის მისიის 8 წევრის გაძევების საპასუხოდ მიიღო.

„ნატო არ არის დაინტერესებული თანაბარი დიალოგით და ერთობლივი მუშაობით. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ იმის მოჩვენება, რომ ცვლილებები ახლო მომავალში შესაძლებელია“, - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვში ნატო-ს სამხედრო მისიის თანამშრომლებს 1-ელი ნოემბრიდან ჩამოერთმევათ აკრედიტაცია და რუსეთის დედაქალაქში ალიანსის საინფორმაციო ოფისიც დაიხურება.

„თუ ნატო-ს წევრებს რაიმე გადაუდებელი საკითხი აქვთ, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს ელჩს ბელგიაში“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

ნატო-მ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის მისიის რვა წევრი გააძევა, რომელიც, ალიანსის მტკიცებით, „რუსეთის დაზვერვის ოფიცრები“ იყვნენ. მოსკოვის შეფასებით, ამ ნაბიჯმა შეარყია იმედი, რომ ალიანსთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა