შალვა შავგულიძე - „ქართულმა ოცნებამ“ თავის სამსახურში გადაიბარა პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც სიყალბეებს ჩადიოდნენ

ჯარჯი წიკლაურს წინა ხელისუფლების დროს ევალებოდა ციხეებში თუ რამე ცუდი ხდებოდა, აღმოეჩინა და რეაგირება მოახდინა, მაგრამ ეს ადამიანი გადმოიბარა "ქართულმა ოცნებამ" და დღეს არის მიშა სააკაშვილის ბრალდების საქმის პროკურორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

შავგულიძემ "გირგვლიანის საქმეზე" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც შავგულიძე აცხადებს, სტრასბურგის სასამართლო აღაშფოთა ხელისუფლების ყველა შტოს შეთანხმებულმა მოქმედებამ, რომ გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

"ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი ამ საქმესთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლო აღშფოთებულია, რომ ხელისუფლების ყველა შტო - საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა, სასამართლოს ყველა ინსტანცია და მურუსიძე გახლდათ უმაღლესი ინსტანცია ამ საქმეზე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, იუსტიციის სამინისტრო და პრეზიდენტი როგორ მოქმედებდა ურთიერთშეთანხმებით, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. იქ იყო კონკრეტული მითითება, რომ საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო ხელახლა, სრულად იყო გაზიარებული ირინა ენუქიძის დაცვის მხარის პოზიციები, ეჭვქვეშ იდგა კვალიფიკაციის საკითხიც კი, რაც ბრალდებულებს წარედგინათ. მან თქვა, რომ საფუძვლიანია დაცვის მხარის საჩივრის მსჯელობა, რომ აქ იყო განზრახ მკვლელობა, ნათქვამი იყო, რომ საფუძვლიანია საჩივრის მსჯელობა სუფრის წევრებთან კავშირის თვალსაზრისით, რომ დაკვეთა წავიდა სუფრიდან.

„ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით არ წავიდა, რადგან მოხდებოდა მხილება პროკურორების, მოსამართლეების და მან აირჩია სხვა გზა, მან თავის სამსახურში გადაიბარა ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ასეთ სიყალბეებს სჩადიოდნენ, რამაც ასე აღაშფოთა ევროპული სასამართლო და შემოიფარგლა განაჩენის გამოტანით იმ პოლიტიკური ძალის ლიდერების მიმართ, რომელსაც წაართვა ხელისუფლება. მან ყველა უსამართლო მოსამართლე, პროკურორი საკუთარ სამსახურში გადმოიბარა. ძალიან ნიშანდობლივ მაგალითს ვიტყვი, დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი გახლავთ ჯარჯი წიკლაური, რომელსაც მაშინ, როცა ციხეებში წინა ხელისუფლების დროს ცუდი ამბები ხდებოდა, ევალებოდა ციხეებში თუ რამე ცუდი ხდებოდა, აღმოეჩინა და რეაგირება მოეხდინა, მაგრამ ეს ადამიანი გადმოიბირეს და არის მიშა სააკაშვილის ბრალდების საქმის პროკურორი", - განაცხადა შავგულიძემ.

კითხვაზე იყო თუ არა საფუძველი გამოძიება მურუსიძის წინააღმდეგაც დაწყებულიყო, შავგულიძე ამბობს, რომ ბრალდების საკითხის ასე ადვილად დაყენება არ ხდება და მოსამართლის ბრალდება მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო სენსიტიური თემაა, მაგრამ "საქმე იმაშია, რომ ნდობა აღარ უნდა გაუხანგრძლივო".

მისი თქმით, მომზადებული ჰქონდათ პროექტი, სწორი, ერთნაირი კრიტერიუმებით უნდა შეფასებულიყო მოქმედი მოსამართლეები და ახალი კანდიდატები და მომხდარიყო სასამართლო კორპუსის გადახალისება, თუმცა, ეს "ქართულმა ოცნებამ" არ გააკეთა.

"უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც ვადა გაუვიდათ მურისიძეს და სხვებს, რომელთა მოქმედებით აღშფოთებული იყო ევროპული სასამართლო, "ქართულმა ოცნებამ" უვადოდ გადანიშნა", - განაცხადა შავგულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა