ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - მეორე ტურზე უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობის ყველა სტანდარტი - ცესკო-სთან ერთად თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საარჩევნო პროცესის მშვიდად და გამჭვირვალედ წარმართვაში.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

„ვფიქრობ, ჩართულ მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საარჩევნო პროცესის მშვიდად და გამჭვირვალედ წარმართვაში. გარდა ამისა, მეორე ტურებისთვის უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობის ყველა ის საშუალება, რაც პირველ ტურში გამოიხატა და რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს ასეთი საკითხების რეგულირებას. იგულისხმება ის, რომ იქნება კამერებით გადაღება, იქნება ასევე გადათვლები, იგულისხმება ის, რომ კოვიდით დაავადებულ ჩვენს ამომრჩევლებს ექნებათ საშუალება, მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის 10:00 საათის ჩათვლით იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია გადადგამს, წინასწარ იქნება ცნობილი, იქნება გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და ასევე, უზრნველყოფილი იქნება ის, რომ თითოეულ დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს ხელში საბუთი, თუ მას რაიმე არასწორად მიაჩნია“,-განაცხადა შარაბიძემ.

მისი განმარტებით, გრძელდება როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლების მანდატი.

„ყველა ჩართულ მხარეს დაუბრკოლებლად ექნება იმის საშუალება, რომ დააკვირდეს და გააშუქოს მეორე ტურის მიმდინარეობა. ამას გარდა, ყველა აუცილებელი საქმიანობა, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისიების ხელახალი ტრენინგი, საუბნო -საარჩევნო კომისიების ხელახალი მოწყობის, ბიულეტენების ბეჭდვის საკითხი და ა.შ. ყველა ლოჯისტიკური საკითხი მოგვარებულია. იმ ვადაში, რომელიც დათქმულია და რომელიც მეორე ტურისთვის მივიღეთ, ყველაფერი ზუსტად შესრულდება“, - განაცხადა შარაბიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა