ლოიდ ოსტინი - მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა - კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია

მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, - ასე ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამერიკელი პოლიტიკოსის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გარდაცვალებას.

ლოიდ ოსტინის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ შემატყობინეს კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავი და მსურს, მივუსამძიმრო ალმას, მის მეუღლეს, მის შვილ მაიკლსა და პაუელების ოჯახს.

მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, რომელსაც ოდესმე მოვსწრებივართ. ალმამ დაკარგა დიდებული მეუღლე და ოჯახმა დაკარგა საოცარი მამა და მე დავკარგე საოცარი ახლო მეგობარი და მენტორი. ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი მენტორი. ყოველთვის მითმობდა დროს და ყოველთვის შემეძლო რთულ საკითხებზე მისთვის მიმემართა, მას ყოველთვის შესანიშნავი რჩევები ჰქონდა. ნამდვილად ძალიან მოგვენატრება. გული განმიგმირა ამ ამბის გაგებამ. გაერთიანებული შტაბის პირველი აფრო-ამერიკელი მეთაური, პირველი აფრო-ამერიკელი სახელმწიფო მდივანი, ადამიანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში პატივს სცემდნენ და გულწრფელად რომ გითხრათ, კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია. ჩვენ ის მოგვენატრება. ჩემი ფიქრებითა და ლოცვით მის ოჯახთან ვარ. ძალიან, ძალიან დამამწუხრა ამის გაგებამ", - აცხადებს ლოიდ ოსტინი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო