გაბრიელიუს ლანდსბერგისი - საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა

საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო პერსპექტივა. ისინი, ვისაც სურთ და მზად არიან, უფრო სწრაფად წავიდნენ წინ, არ უნდა შევაჩეროთ,”- აღნიშნა ლანდსბერგისმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა და ერთ-ერთი განსახილველი თემა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა