ლატვია, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სკოლებსა და მაღაზიებს ხურავს, ქვეყანაში ღამის „კომენდანტის საათი“  წესდება

ლატვიამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში დაიხურება სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე კი ე.წ. „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს. არადისტანციურ რეჟიმში მხოლოდ აუცილებელი საწარმოო, სამშენებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები განაგრძობენ მუშაობას.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ შემთხვევების მატების მიზეზი ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპია.

"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საფრთხის წინაშეა. ამ კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. ბოდიში უნდა მოვუხადო უკვე აცრილ ადამიანებს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ.

ლატვიის ჯანდაცვის სამსახურების ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 49 %-ით გაიზარდა. დედაქალაქ რიგაში ორ უდიდეს საავადმყოფოში კოვიდპაციენტებისთვის დამატებითი საწოლები დადგეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ლატვიის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსაც დაუდასტურდა.

ოფიციალური მონაცემებით ლატვიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 54%-ი, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

იხილეთ ვიდეო:ლატვია, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სკოლებსა და მაღაზიებს ხურავს, ქვეყანაში ღამის "კომენდანტის საათი" წესდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა