ავღანეთის საკითხზე მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებს აშშ  არ დაესწრება

აშშ ავღანეთის საკითხზე რუსეთის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებს არ დაესწრება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მოსკოვის მოლაპარაკებებში. „ტროიკა +“ იყო ეფექტური, კონსტრუქციული ფორუმი. ჩვენ ველოდებით ამ ფორუმის გაგრძელებაში ჩართვას, თუმცა არ შეგვიძლია მონაწილეობა მიმდინარე კვირაში. ლოგისტიკურად გვიჭირს ამ კვირაში მონაწილეობის მიღება, ” - განაცხადა ნედ პრაისმა.

ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებებს მოსკოვი ოთხშაბათს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას „თალიბანის“, რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის წარმომადგენლები მიიღებენ.

იხილეთ ვიდეო:ავღანეთის საკითხზე მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებს აშშ არ დაესწრება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა