ბარაქ ობამა კოლინ პაუელზე - ის სამაგალითო ჯარისკაცი და სამაგალითო პატრიოტი იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ყოფილ სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს „სამაგალითო ჯარისკაცსა და პატრიოტს“ უწოდებს.

„პაუელი ათწლეულების განმავლობაში ხელს უწყობდა ამერიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. მისი ქმედებები ასახავდა იმას, რაც მას მიაჩნდა, რომ საუკეთესო იყო ამერიკისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ის ემსახურებოდა,“- აღნიშნულია ობამას განცხადებაში, რომელიც მან გარდაცვლილ ყოფილ სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაავრცელა.

„მე და მიშელი გენერალ პაუელს ყოველთვის შევაფასებთ, როგორც მაგალითს იმისას, თუ როგორი შეიძლება და უნდა იყოს ამერიკა და ამერიკელები, თუ გვსურს დავრჩეთ დედამიწის უკანასკნელ, საუკეთესო იმედად,“ - წერს ობამა.

ცნობისათვის, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კოლინ პაუელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა: მან მხარი დაუჭირა „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს ბარაკ ობამას და არა თავის ძველ მეგობარს, ჯონ მაკკეინს. „ვფიქრობ, რომ ცვლილება გვჭირდება”, - აღნიშნა მაშინ პაუელმა. იმ დროს ეს იყო გადაწყვეტილება, რასაც არც ბარაქ ობამა და არც კოლინ პაუელის თანამოაზრე, „რესპუბლიკელი“ კანდიდატი ჯონ მაკკეინი ელოდა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებების შედეგად 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა