ნატო-ს პრესსპიკერი - ნატო რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ თავდაცვა გავაძლიერეთ

რუსეთის გადაწყვეტილება ბრიუსელსა და მოსკოვში დიპლომატიური მისიების მუშაობის შეჩერების შესახებ დასანანია, მაგრამ ალიანსი ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის რუსეთ-ნატოს საბჭოს მეშვეობით, - სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ შეაჩეროს ნატო -ში დიპლომატიური მისიის და მოსკოვში ნატო-ს სამხედრო სამეკავშირეო მისიის მუშაობა და დახუროს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო მისია. ვწუხვართ ამ ნაბიჯების გამო. ნატო რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ გავაძლიერეთ შეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ამავე დროს ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით", - აღნიშნა ოანა ლუნგესკუმ.

მისი თქმით, ნატო-მ მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარება 18 თვეზე მეტი ხნის წინ შეთავაზა და ეს წინადადება ძალაში რჩება.

„ბურთი რუსეთის მოედანზეა,“- აღნიშნა ნატო-ს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნოემბრიდან ნატო-ში საკუთარი მისიის მუშაობას აჩერებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა