შალვა პაპუაშვილი - საქართველოს საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მითითებებს ნუ დაუჯერებენ

სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად ფარისევლურია მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" - შერიგებაზე საუბრობენ, თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა აქ მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი მოწოდება კანონის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებაა.

„სწორედ ასეთი მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის არევა, ეს არის პირდაპირი მოწოდება კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და გეგმებს კიდევ ერთხელ ავლენს. საქართველოს საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მითითებებს ნუ დაუჯერებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენონ, როგორი პოლიტიკური ძალაა "ნაციონალური მოძრაობა".

"აგონიაში ჩავარდნილი "ნაციონალური მოძრაობა" არ ერიდება, ეკლესიას ღია ომი გამოუცხადოს და ეგზარქოსებად მოიხსენიებენ ეკლესიის მმართველებს. ამ დღეებში მიდის ისტორიის გადაწერის მცდელობა - მსხვერპლებს დამნაშავეებად წარმოაჩენენ და დამნაშავეს მსხვერპლებად. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, სწორედ ამას ემსახურება ის, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა ძალაა "ნაციონალური მოძრაობა", რა იდეოლოგია აქვთ და რა დანაშაულებთან აქვთ კავშირი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას და მათ შორის საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, უარი თქვან „ქართულ ოცნებაზე“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს