პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ ვამბობთ: დიახ ევროპულ უნივერსალიზმს, მაგრამ ვამბობთ: არა ევროპულ ცენტრალიზმს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუს მორავიცკი ევროკავშირს კომპეტენციის გადაჭარბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლონეთი არ ეთანხმება ევროკავშირის ცენტრალიზაციას.

"ევროკავშირის კომპეტენციებს აქვს მკაფიო საზღვრები, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ეს საზღვრები ირღვევა. ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით „დიახ“-ს ევროპულ უნივერსალიზმს, მაგრამ ვეუბნებით „არა“-ს ევროპულ ცენტრალიზმს", - აღნიშნა მორავიცკიმ.

ბრიუსელი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული ხელშეკრულებების ნაწილი ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს