რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 1015 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 33 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 060 752 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 225 325 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 7 მილიონზე მეტი პაციენტი, აქედან 23 426 საავადმყოფოებიდან ბოლო 24 საათში გაწერეს.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა