ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ყოველთვის მოძრაობს იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ, როგორიც არის ბრძოლის გაგრძელება, მეორე ტური

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ყველა მიმდინარე საკითხზე ისაუბრებს. ამის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს ციხესთან განუცხადა.

„უპირველესად, ბუნებრივია, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს კონსილიუმი შედგება, იმსჯელებენ და განიხილავენ ჯანმრთელობის ყველა ეტაპს, როგორ განვითარდება პროცესები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტს აინტერესებს.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ყოველთვის მოძრაობს იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ, როგორიც არის ბრძოლის გაგრძელება, მეორე ტური და ვფიქრობ, ყველა მიმდინარე საკითხზე გვექნება დღეს საუბარი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა