ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის მთელს აღმოსავლეთ რეგიონში, მათ შორის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ასევე თურქეთში და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე.

ბიძგები დაფიქსირდა კვიპროსში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაშიც. საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 58 კილომეტრის სიღრმეზე კარპატოსიდან ჩრდილო -აღმოსავლეთით 127 კილომეტრში დაფიქსირდა. საბერძნეთის, თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს