ბადრი ჯაფარიძე მასსა და ალუდა ღუდუშაურს შორის დაპირისპირებზე - შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჰქონდა ადგილი, რასაც ემოციური რეაქცია მოჰყვა

შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჰქონდა ადგილი, რასაც ემოციური რეაქცია მოჰყვა,- ასე ეხმიანება "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან სხდომათა დარბაზში მასსა და ალუდა ღუდუშაურს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადეგენლთა გამოსვლები დღეს დარბაზში დაიწყო სწორედ მოწოდებით, რომ დამთავრდეს სიძულვილის, ზიზღის ენით საუბარი ქართულ პოლიტიკაში.

"ამით გამორჩეულია "ქართული ოცნება" და კვლავ ქონდა ადგილი შეურაცხმყოფელ განცხადებებს მათი მხრიდან, რასაც მოჰყვა ემოციური რეაქცია. როცა აკრიტიკებ წინა ხელისუფლებას, იგივე და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტი არ უნდა გააკეთო. თქვენ ნახეთ, მიმდინარეობს თითოეული თქვენგანის, პირადად ჩემი უფლებების დარღვევა, როცა ჩემი საუბრების უკანონო მოსმენები მიმდინარეობს. სწორედ ეს ვუთხარი "ქართულ ოცნებას" რომ ვერ დავინახე ხმამაღლი პროტესტი უფლებების დარღვევაზე, რომელიც გამოიხატება მასობრივ მოსმენაში. მე დავადასტურე, რომ ფაილები, რომელიც პროკურატურაში მაჩვენეს არის ავთენტური და ზუსტად ასახავს იმ საუბრებს, რომელიც მქონდა შარშან და წლევანდელ წელს. იმის ნაცვლად, რომ ოპონენტები ლანძღო, სახელმწიფოებრივი პოზიცია უნდა გამოიჩინო ამ დროს, ვისი დავალებითაც არ უნდა იყოს ეს გაკეთებული, რადგან ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს ვუთხარი სწორედ მათ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სიძულვილის ენის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის აკრძალვის ქოლგის ქვეშ იქნას გატარებული მცდელობა, რომლითაც შესაძლოა თავისუფალი სიტყვა შეიზღუდოს.

"ერთი მხრივ, ვხედავდით, რომ ინიციატივა იყო შემოტანილი სიძულვილის ენის აკრძალვასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, ვხედავდით, რომ ვრცელდებოდა სიძულვოლოდ ენის შემცველი ვიდეოები და განცხადებები "ქართული ოცნების" გვერდზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩანს, არ არის მათი გულწრფელი სურვილი, რომ სიძულვილის ენა აღმოიფხვრას ქართული პოლიტიკიდან,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა