გიორგი ვაშაძე - ქართულ პოლიტიკაში ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც ქილიკი და ცინიზმი ახასიათებს, განსაკუთრებით ამით „ქართული ოცნება" გამოირჩევა

ქართულ პოლიტიკაში არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, რომელსაც ქილიკი და ცინიზმი ახასიათებს, განსაკუთრებით ამით "ქართული ოცნება" გამოირჩევა, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ როცა ნიკა მელია სკოლებში კვებაზე საუბრობს, არ იცის, რომ ეს თვითმმართველობის გადასაწყვეტი არ არის.

მისი თქმით, მსგავს დამოკიდებულებას ამომრჩეველმა 30 ოქტომბერს მეორე ტურში უნდა გასცეს პასუხი. ამასთან, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მათი პოზიცია, რომ წინასაარჩევნო კოალიციაში მონაწილეობას არ მიიღებენ, არ შეცვლილა.

"ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიციაა და არჩევნების შემდგომ განვაცხადეთ, რომ წინასაარჩევნო კოალიციებში არ ვიღებთ მონაწილეობას არსად, ვფიქრობთ, უნდა გვქონდეს დამოუკიდებელი პოზიციონირება იმისთვის, რომ გავარღვიოთ დაპირისპირების მოჯადოებული წრე. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ყველა მივიდეს არჩევნებზე და ყველა კანდიდატს, ვინც არ არის "ქართული ოცნება", მხარი დაუჭირონ.

იმის გამო, რომ ამ წლების მანძილზე, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და არაფერი გაუკეთებია, ქვეყანა წინ არ წასულა, ისევ არის მტრის ხატის შექმნის სტანდარტული ტრადიცია, რომელიც ჰქონდათ ყველა არჩევნების წინ, სადაც არაფერი ახალი არ არის,"- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა