აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოდან უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩაფრინდა.

„ჩავფრინდი კიევში. მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. აგრეთვე გამოვხატო ჩვენი ვალდებულება, განვავითაროთ უკრაინის შესაძლებლობები რუსული აგრესიის შესაკავებლად“, – წერს ლოიდ ოსტინი „ტვიტერზე“.

უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკის თავდაცვის მდივანი შეხვდება უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ტარანს და პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.

ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტი დღეს დაასრულა. უკრაინის შემდეგ იგი რუმინეთს ეწვევა, ხოლო 21-22 ოქტომბერს ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა