გია ვოლსკი - სულ რომ "ქართული ოცნების" დროშით შესულიყო კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე, ადამიანები, ვინც "ნაცმოძრაობას" უჭერენ მხარს, მოსაზრებას არ შეიცვლიდნენ

კახა კუჭავა სულ რომ "ქართული ოცნების" დროშით შესულიყო საარჩევნო უბანზე, ადამიანები, ვინც "ნაცმოძრაობას" უჭერენ მხარს, თავის მოსაზრებას არ შეიცვლიდნენ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ამით გია ვოლსკი გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ვაკის მეორე ოლქში ,,ქართული ოცნების” სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.

კითხვაზე, ხომ არ წაახალისებს ეს გადაწყვეტილება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან აგიტაციას, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს პრობლემა ნაკლებად დგას.

"ალბათ, სასამართლომ ეგრე ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ ფაქტია, კახა კუჭავა სულ რომ "ქართული ოცნების" დროშით შესულიყო, ადამიანები, ვინც "ნაცმოძრაობას" უჭერენ მხარს, თავის მოსაზრებას არ შეიცვლიდნენ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ნაკლებად მძიმე დანაშაულად ჩათვალა. თუმცა, 2000 ლარი თუ შეჰპირდა ფონდს, ალბათ, უნდა გადაურიცხოს კიდეც. აგიტაციის თემა გაცილებით მცირეა იმ პრობლემებთან შედარებით, რომელსაც შეიძლება თვალი გავუსწოროთ, ეს არის დაძაბულობის, შეტაკებების პროვოცირება, რაც ახასიათებს ამ საქმეში გამოცდილ "ნაცმოძრაობას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ვაკის მეორე ოლქში ,,ქართული ოცნების” სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს