ანონსი 20 ოქტომბერი

20 ოქტომბერს, 09:45 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ და ვიზიტის შესახებ ისაუბრებენ.

თემა: დირექტორი ლორენს მერედიტი და ელჩი კარლ ჰარცელი 20-21 ოქტომბერს იმერეთსა და აჭარაში ევროკავშირის პროექტებს ეწვევიან.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 64ა („ჰილტონ გარდენ ინის“ შენობა).

საკონტაქტო: თამარ მიქაძე - 599 53 30 31

20 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „კორონავირუსის მეხუთე ტალღა და მძიმე ეპიდვითარება. ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი ტემპი. ე.წ. „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/5

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესებულ ბიზნესთან სავაჭრო პალატა შეხვედრას გამართავს.

მის: ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N 6 (საქალაქო სასამართლოს უკანა მხარეს).

საკონტაქტო: 599855251

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დაგეგმილ სიახლეებზე ბრიფინგს გამართავენ.

მის.: დიმიტრი უზნაძის 52

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „კორონავირუსის მეხუთე ტალღა და მძიმე ეპიდვითარება. ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი ტემპი. ე.წ. „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებს ერთობლივი განცხადებით მიმართავს დროულად მოახდინონ რეაგირება „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური ქმედებების მიმართ.

მის: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ჭავჭავაძის 64ბ

საკონტაქტო - დავით დონერიანი - 558 77 55 74

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ახალი სტატისტიკური პროდუქტის „საერთაშორისო შედარებების პორტალის" პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო "თბილისი მერიოტი" (შოთა რუსთაველის #13).

20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციასთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, N304).

20 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისი, დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს" (Angel Investors) უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში პირველი შეხვედრა სასტუმრო „რუმსში" გაიმართება. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ლელოს“ და „დროას“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართება. ორგანიზაციის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია გუნდთან ერთად ხელს მოაწერენ კოალიციურ თანამშრომლობას.

მის: კოსტავას 14, Stamba Lobby Hall 1

20 ოქტომბერს, 16:30 საათზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე გოგელიას კლინიკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას გააკეთებს.

მის: წერეთლის გამზ.144

20 ოქტომბერს, 19:45 საათზე, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნება, რომელზეც მიწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.

საკონტაქტო: ოთარ ქირია - 577287070

მის: უშანგი ჩხეიძის ქ.17

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს