რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს შეხვდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც საკონსულტაციო სამუშაო ფორმატში წარიმართა, თავდაცვის კოდექსის პროექტი წარადგინეს.

„ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებლად - იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრებმა, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სტუმრობისთვის და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა