იერუსალიმში, დამასკოს ჭიშკართან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა

იერუსალიმში, დამასკოს ჭიშკართან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა. Times of Israel-ის ინფორმაციით, პალესტინელებმა ქვები ჯერ ავტობუსს დაუშინეს, შემდეგ კი ადგილზე მისულ პოლიციელებს.

სამართალდამცავებმა აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია 10-მდე მომიტინგე.

მომხდარს გამოეხმაურა პალესტინური მედიაც. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ისრაელის პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ძალადობას მოჰყვა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს