მამუკა გამყრელიძე - აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის შინაარსი არის გზავნილი, რომ ჩვენ ვრჩებით ამერიკის  უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და დასავლეთის საყრდენად  შავი ზღვის რეგიონში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი და მემორანდუმი, რომლიც საქართველოს და ამერიკას შორის გაფორმდა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება - ეს არის განაცხადი, რომ საქართველო რჩება ამერიკისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და დასავლეთის დასაყრდენ ქვეყნად შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი მესიჯია რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებებისთვის, რომ შეუძლებელია საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ ახალ ფორმატში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არ მიიღებს მონაწილეობას.

„ლოიდ ოსტინის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროცესების ფონზე, რაც ვითარდება რეგიონში. საუბარია 3+3 ფორმატზე, რომლის განხორცილებაც რუსეთის ინტერესებშია და რომელში ჩვენი ჩათრევაც რუსეთისთვის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. იმის მიუხედავად, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო ამ ეტაპზე უარს აცხადებს ამ პროექტში მონაწილეობაზე, სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი განცხადებით მაინც არ გამორიცხა, ჩვენი ჩართულობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც ჩვენი დასავლელი პარტიონერებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამას ხაზს უსვამს თავდაცვის მდივნის განცხადება, რომ რუსეთმა ჯობს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ხელშეკრულება შეასრულოს, ხოლო რეგიონის ქვეყნებმა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები გააძლიერონ. ამერიკის ჩართულობით ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საშუამავლო მისიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყნის აღიარებისთვის.

ძალიან საყურადღებოა ის განცხადება, რაც ამერიკის თავდაცვის მდივანმა ვიზიტის დაწყებამდე გააკეთა, როდესაც მან განაცხადა, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მისი ვიზიტის მიზანია, ამერიკამ გაამყაროს კავშირები იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და გადაუხადოს მათ მადლობა 20 წლის განმავლობაში ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის. მართლაც. საქართველომ ავღანეთის მისიაში არაპროპორციულად დიდი წვლილი შეიტანა ამ წლებში, როგორც ადამიანური რესურსით და დანაკარგით, ასევე ლოჯისტიკური მიმართულებით, რისი აღიარება და დაფასებაც მოხდა კიდევ ერთხელ ამერიკის თავდაცვის მდივნის მიერ.

ამერიკა ანახლებს საგარეო დღის წესრიგს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით. მისი სამხედრო და სადაზვერვო ინტერესები მნიშვნელოვნად არის გადატანილი ამ რეგიონში, რაც განპირობებულია ბაიდენის დოქტრინით, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთია. ამ პერიოდში ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი შავი ზღვის ქვეყნებში, ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის შენარჩუნებას ამ რეგიონის მიმართ, რაც არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური ფუნქციის და მნიშვნელობის გაძლიერების კუთხით.

როგორც ცნობილია, მემორანდუმის ფარგლებში იმ ხელშეკრულების გაგრძელება მოხდა, რომელიც ამერიკული სტრანდარტების მიხედვით ცხრა ბატალიონის მომზადებას ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, გაიზრდება თუ არა დახმარება სამხედრო თვალსაზრისით, ისე როგორც ეს მოხდა უკრაინაში, თუმცა მჯერა, რომ მომავალი ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმა და შინაარსიანი იქნება.

იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად შეწყდა ნატო-ს და რუსეთის თანამშრომლობა, რუსეთმა დახურა ნატო-ში თავისი მისია და 1-ელი ნოემბრიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას ნატო-ს საინფორმაციო ცენტრი რუსეთში, ამერიკის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის. ეს ვიზიტი დასრულდება ბრიუსელში, ნატო-ს ქვეყნების მინისტერიალზე, სადაც უმნიშვნელოვანესი იქნება ამერიკის თავდაცვის მდივნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, თავი გაართვას იმ მისიას, რასაც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ახალი მემორანდუმი აკისრებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ არ ხდება იმ მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატების და სამხედრო პირების გამოყენება, რომლებიც წლებია ემსახურებიან საქართველოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნაში პროფესიონალი კადრების სიმწირეა. სწორი და კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ ადამიანებს. მათი პროფესიონალური რესურსის უგულებელყოფა ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის. არ შეიძლება ამ სფეროების პოლიტიზირება, წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე - ეს არის სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც ნებისმიერი მმართველობის დროს ერთნაირი უნდა იყოს. საყურადღებოა, რომ ამისი შესაძლებლობები კოალიციური მთავრობის შემთხვევაში გაჩნდებოდა“,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ, რომლის კომენტარს „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა