სერგეი ლავროვი - ნატომ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს ვიწყებთ ურთიერთობების გაუარესებას არც ნატოსთან, არც ევროკავშირთან და არც დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანასთან. ალიანსის ქვეყნებმა თავად უბრალოდ დაასამარეს მთავარი წესი, რომელიც რუსეთი-ნატოს საბჭოს წესდების საფუძველში - აუცილებელია სასწრაფო კონსულტაციები კრიზისულ ვითარებაში“ , - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის ნაბიჯი, რაც ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობის შეწყვეტას გულისხმობს, პასუხია ნატოს სამ ნაბიჯზე, რადგან მათ სამჯერ შეამცირეს რუსეთის წარმომადგენლობა.

„და რაც მთავარია, არ გვაცლიან მუშაობას“ , - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ალიანსის მიერ რუსეთის მისიის 8 წევრის გაძევების საპასუხოდ მიიღო.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა