იაპონიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადეს

იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ვულკანური ფერფლი ჰაერში 3 500 მეტრ სიმაღლეზე აიჭრა.

მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, მთას არ მიუახლოვდნენ.

მთა ასოზე ვულკანის ამოფრქვევა ბოლოს 2019 წელს მოხდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა არ დაღუპულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა