ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ მსხვილი იაპონური კომპანიების წარმომადგენლებიც.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაცია საქართველოს მეღვინეობის ისტორიასა და თანამედროვეობის შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.

„ღონისძიების სტუმარებმა სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ქართული ღვინოების საბაზრო პოტენციალზე, საექსპორტო ფასსა და წარმოების მასშტაბების პერსპექტივებზე შეფასებები გააკეთეს. ამასთან ერთად, განხილული იყო იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ტექნიკური საკითხებიც.

დეგუსტაციაზე, კენიჩი ოჰაშის მიერ 13 სხვადასხვა ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, მათ შორის 2 დასახელების ღვინო იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება. ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანს გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო“, -აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა