კახა კალაძის განცხადებით, თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად დღეს გადაირიცხება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის სპეციალურ ანგარიშზე დღეს გადაირიცხება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თანხა ბათუმისთვის თანადგომის და მხარდაჭერის ნიშნად გადაირიცხება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისობის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სატელევიზიო კონცერტისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც უნდა გამართულიყო, მიგვემართა სპეციალურად შექმნილ ფონდში, რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შეიქმნა. გუშინ საკრებულომ განიხილა თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი, სარეზერვო ფონდში გადამისამართდა თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი და ფონდიდან უკვე დღესვე გადაირიცხება დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის სპეციალურ ანგარიშზე. ეს არის თბილისის და თბილისელების თანხები, ვინაიდან თბილისი არასდროს გამდგარა განზე ასეთ დროს. გაჭირვების დროს ყოველთვის იდგა იქ, სადაც ხალხს, ქვეყანას სჭირდებოდა, ეს თანხაც იქნება გამოხატული ბათუმისთვის თანადგომის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომის ერთგვარი გამოხატულება“, - განაცხადა კალაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 ბავშვი. 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა