ფურცელაძის N16-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N16–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ფოტომასალა წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე შენობა და როგორ გამოიყურება ის რეაბილიტაციის შემდეგ.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ფურცელაძის ქუჩაზე ისტორიულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. იცით ჩვენი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ორბელიანის მოედანს და მის მიმდებარე ქუჩებს. გარდა ამისა, განხორციელდა დარეჯანის სასახლეს რეაბილიტაცია-განახლება, სრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ფურცელაძის N16-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და უმძიმეს მდგომარეობაში. შეიცვალა სახურავი, ასევე, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა. თითოეულ დეტალზე, ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, შენობის გარკვეული ნაწილი დაიშალა და მის ნაცვლად, ახალი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ძეგლის ძირითადი სახე შენარჩუნებულია.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს