მედია - Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს

კომპანია Facebook-ი უახლოეს მომავალში სახელწოდების შეცვლას გეგმავს, - ინფორმაციას გამოცემა Verge-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი კომპანიის რებრენდინგის შესახებ საუბარს 28 ოქტომბერს დაგეგმილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გეგმავს, თუმცა სახელწოდების შესახებ, შესაძლოა, მანამდეც გახდეს ცნობილი.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. სააგენტო Reuters-ს კომპანიაში განუცხადეს, რომ „ჭორებსა და სპეკულაციებზე კომენტარს არ აკეთებენ.“

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ Facebook-მა განაცხადა, რომ ევროკავშირში 10 000 ადამიანის დასაქმებას აპირებს. ახალი თანამშრომლები ახალ პროექტზე, „მეტავერსზე“ იმუშავებენ, რომელსაც განმარტავენ, როგორც ონლაინ სამყაროს, სადაც ადამიანებს ვირტუალურ გარემოში შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა