ჯანმო - მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 4%-ით, სიკვდილიანობა კი 2%-ით შემცირდა, გამონაკლისია ევროპა, სადაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდსიტუაციაზე ყოველკვირეულ ბიულეტენს აქვეყნებს. 11-17 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან ახალი შემთხვევები 4%-ით შემცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2%-ით დაიკლო.

გამონაკლისია ევროპის რეგიონი, სადაც უკვე მესამე კვირაა, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 18%-ით , მას მოჰყვება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 17%-იანი კლების მაჩვენებლით, 24%-ით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აფრიკაში.

ევროპაში კოვიდ-19-ით სიკვდილიანობა 4%-ით გაიზარდა.

მსოფლიოში 240 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა და 4.9 მილიონზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი ფიქსირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა