სერგეი ლავროვი - რუსეთი „თალიბანს“ ინკლუზიური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

რუსეთი „თალიბანს“ მოუწოდებს, შექმნან ინკლუზიური მთავრობა ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, ავღანეთის საკითხზე ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომის გახსნაზე განაცხადა.

"ავღანეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევის გამოწვევა კვლავ აქტუალურია. მისი მოგვარების გარანტიას ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში ვხედავთ, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს ყველას, არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ძალების, ინტერესებს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისათვის, მოსკოვში მიმდინარე შეხვედრას, რომელზედაც ავღანეთის საკითხს განიხილავენ, 10 ქვეყნის წარმომადგენლები და „თალიბანის“ დელეგაცია ესწრებიან, რომელსაც ავღანეთის ვიცე-პრემიერი აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს. შეხვედრაში არ მონაწილეობს შეერთებული შტატები. აშშ-ის ხელისუფლებამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ დაესწრებიან, მაგრამ მომავალში დიალოგს შეუერთდებიან.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით