„ლელოს“ და „დროას" ლიდერებმა კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და „დროას" ლიდერებმა კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

როგორც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, "დროამ" და "ლელომ" ერთიანი ფრონტი, პლატფორმა ქვეყნის 30-წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან გამოსაყვანად შექმნა.

"ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია 30 -წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობიდან, გაჩერებული ეკონომიკიდან, უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა გარღვევა და ყველა ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ფიქრობს პროდასავლურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად. ჩვენ შევიკრიბეთ "დროა" და "ლელო", რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც უნდა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და პარტიას არ ჰქონდეს ფუფუნება გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს საქართველომ. ეს არის სწორედ იმ კონსულტაციების შედეგი, რომელიც ელენე ხოშტარიასთან და მის თანაგუნდელებთან გავმართეთ და ჩვენი მიზნები და ამოცანები ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ ვიქნებით პლატფორმა, რომელიც ერთპარტიულობის დასრულების და ჯანსაღი კოალიციის გარანტი იქნება. გარანტი, რომელიც არავის არ მისცემს უფლებას ერთპარტიული მმართველობის საშუალებას.

მე მიხარია, რომ ამ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, რომელიც იქნება გარდამტეხი დოკუმენტი.

10 დღეში თუ ჩვენ ყველა ერთად მივხვდებით, რომ კოალიციას, მრავალფეროვნებას არ აქვს ალტერნატივა, მაშინ ეს არის ის მომენტი, როცა ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მოვიდეს არჩევნებზე და ერთპარტიულ მმართველობას დაუპირისპიროს მრავალპარტიული მმართველობა", - განაცხადა ხაზარაძემ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა