ვლადიმერ პუტინმა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყანაში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა მთავრობის შეთავაზებას და კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოაცხადა.

მედიის ინფორმაციით, უქმე დღეები 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან, დასაქმებულები აღნიშნულ პერიოდში ხელფასს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ.

ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონში უქმე დღეების დაწყებისა და დასრულების დრო, შესაძლოა, შეიცვალოს.

”ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თითოეულ რეგიონში განსხვავებულია, ამის გათვალისწინებით, რეგიონების ხელმძღვანელებს ეძლევათ უფლება მიიღონ დამატებითი ზომები,“- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება. ქვეყანაში დღეს ფატალური შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი - გარდაცვალების 1 028 შემთხვევა - დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 34 073 ადამიანს დაუდასტურდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა