ირაკლი კობახიძე - შეიძლება ევროპაში არიან ლობისტები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, მაგრამ სააკაშვილს უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად

სააკაშვილს საზღვარი უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი არაჟანთან ერთად, შესაბამისად, მას ახალი მუხლის შეფარდება ეკუთვნის - ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გარდა ამისა, კითხვაზე იმის შესახებ, რომ თუ მმართველი გუნდის შეფასებით, სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია, რატომაა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაციისთვის ექიმთა ჯგუფის მობილიზება, კობახიძე ამბობს, რომ „საქართველოში ადამიანის უფლებები 2012 წლიდან დაცულია, სააკაშვილიც ერთ-ერთი ადამიანია და მისი ადამიანის უფლებაც დაცულია“.

„შეიძლება ევროპაში არიან ლობისტები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, გადმოკვეთა თუ არა საზღვარი უკანონოდ მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ სააკაშვილს უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად, შესაბამისად, მას ახალი მუხლის შეფარდება ეკუთვნის, ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა