მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გმირობის აქტია და არ შეიძლება "იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა".

"ეს არის დასტური, ეს არის " ქართული ოცნების" მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, ამ ოლიგარქიულ ძალას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. და აქ არ შეიძლება იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა. არ შეიძლება იდგეს საკითხი შტამპი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება საქართველოში ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება და მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ ეს ასახეს დოკუმენტალურად", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე წარუდგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ