თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა

თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს ვაქცინაცია მათი შვილების ასაკობრივი კატეგორიისთვისაც იყოს დასაშვები. მზად ვიქნებით, ვაქცინაცია დავიწყოთ, როგორც კი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საბოლოო რეკომენდაციას გასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ უკვე მზად აქვთ Pfizer-ის 15 მილიონი დოზა, რომლებიც ბავშვების ვაქცინაციისთვისაა განკუთვნილი.

7 ოქტომბერს, Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამტკიცების თხოვნით მიმართა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა

თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს ვაქცინაცია მათი შვილების ასაკობრივი კატეგორიისთვისაც იყოს დასაშვები. მზად ვიქნებით, ვაქცინაცია დავიწყოთ, როგორც კი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საბოლოო რეკომენდაციას გასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ უკვე მზად აქვთ Pfizer-ის 15 მილიონი დოზა, რომლებიც ბავშვების ვაქცინაციისთვისაა განკუთვნილი.

7 ოქტომბერს, Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამტკიცების თხოვნით მიმართა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში