Reuters - ნატოს თავდაცვის მინისტრები რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესაკავებლად გენერალურ გეგმაზე შეთანხმდებიან

ნატო -ს თავდაცვის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ახალ გენერალურ გეგმაზე შეთანხმდებიან, რომლის მიზანი რუსეთის შეკავება და მისი პოტენციური თავდასხმებისგან დაცვაა, - ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტრატეგია, რომელიც კონფიდენციალურია, სცილდება თავდაცვის არსებულ რეგიონალურ გეგმებს და რუსეთის მხრიდან ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში ნებისმიერი შესაძლო თავდასხმის აღკვეთას ისახავს მიზნად. Reuters-ი განმარტავს, რომ ეს თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს ბირთვული იარაღის გამოყენებით, კომპიუტერული ქსელების დაჰაკვით, ან კოსმოსიდან.

აშშ-ის ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები და ნატოს დიპლომატები აცხადებენ, რომ "ევრო -ატლანტიკურ ზონაში შეკავებისა და თავდაცვის კონცეფცია" და მისი სტრატეგიული განხორციელების გეგმა საჭიროა, რადგან რუსეთი ავითარებს იარაღის მოწინავე სისტემებს და ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების საზღვრებთან ჯარებსა და აღჭურვილობას განალაგებს.

რუსეთი ომის ზრახვებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ევროპის დესტაბილიზაციის საფრთხეს მსგავსი მზადებით სწორედ ნატო ქმნის.

შეგახსენებთ, 21-22ოქტომბერს ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“