გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ხეობა, წითელი კლდე, ჩინთი, დოლოშა, საცხავატლო, კაიშაურები, გურგალველო, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, კარსანი და მიმდებარე სოფელბში; 14:10-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტშიუ ავჭალაში, მუხათგვერდში, ზაჰესის დასახლებაში, წიწამურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 14:20-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, არმაზი, ციხედიდი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა